შემდეგი თაობის ფოტო

გადაიღე
შეამოწმე
ატვირთე

წარმოგიდგენთ Giffer-ს

Giffer არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც იღებს GIF ფორმატის მოძრავ ფოტოებს. გიფერი შეიქმნა ორი ძირითადი მიზნისთვის - გართობა და მარკეტინგი. ყველა გადაღებული გიფი იბრენდება სასურველი დიზაინით, ლოგოთი და მარტივად გაზიარებადია სოციალური მედიის არხებში.

ნებისმიერ ფიზიკურ პირსა თუ ბიზნესს მარტივად შეუძლია აპარატის საკუთარი ივენთისთვის დაქირავება. Giffer არის ყველაზე პოზიური და ახალგაზრდული ბრენდი, რომელიც ღონისძიებებს მხიარულებით ავსებს.

გიფერი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და დამატებით დამხმარე პერსონალს არ საჭიროებს, მხოლოდ სამ მოქმედებაში: გიფებს იღებ, ტვირთავ და აზიარებ სოციალურ ქსელებში. GIF-ები ლაივ რეჟიმში იტვირთება და ინახება ჩვენს საიტზე, Giffer.ge-ზე. შესაძლებელია გიფების გადმოწერა ან სოციალურ ქსელებში გაზიარება.

ჩვენს ვებ-გვერდზე ატვირთული გიფები სოციალურ მედია არხებში დიდი პოპულარობით სარგებლობს: ერთი ივენთის გიფ-გალერეა რეკლამის გარეშე საშუალოდ 20,000-დან 25,000-მდე ადამიანს წვდება (ივენთის დასრულებიდან 3-4 დღეში გიგზავნით რეპორტს).

გიფებთან ერთად შესაძლებელია აპარატის ბრენდირება და გასართობი რეკვიზიტების თან დართვა. გიფების გალერეა შესაძლებელია იყოს როგორც ყველასთვის გახსნილი, ასევე კოდით დაცული და გამოუქვეყნებელი, რომელზე წვდომა მომხმარებლებლებს მხოლოდ სპეციალური ლინკის საშუალებით ექნებათ. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მოძრავ მოგონებებზე.

გიფების გალერეა შესაძლებელია იყოს როგორც ყველასთვის გახსნილი, ასევე კოდით დაცული და გამოუქვეყნებელი, რომელზე წვდომა მომხმარებლებლებს მხოლოდ სპეციალური ლინკის საშუალებით ექნებათ. გიფების გასაჯაროების საკითხს, ღონისძიების ხასიათის და სტუმრების სურვილის შესაბამისად წყვეტს დამკვეთი.

გიფების გამოქვეყნების და გასაჯაროების ვადა მოცემული მომენტისთვის შეზღუდული არ არის, თუმცა კომპანია მუშაობს ვადის ან/და ვადის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შემუშავებაზე. გიფები განკუთვნილია უშუალოდ მასში გამოსახული პირების მიერ მოხმარებისთვის, ნუ გამოიყენებთ სხვა პირების გიფებს თქვენი მიზნებისთვის.

გიფერის მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს ვებგვერდზე განთავსებული უშუალოდ თავისი გამოსახულების წაშლა/დაბლოკვა. აღნიშნულისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგი გზებით:

სათანადო იდენტიფიკაციის პროცედურის გავლის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად წაიშლება/დაიბლოკება არასასურველი გიფი.


1,656,481

გიფი

250

პარტნიორი

5,845

ივენთი