Giffer

წარმოგიდგენთ Giffer-ს

Giffer არის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც იღებს GIF ფორმატის მოძრავ ფოტოებს. გიფერი შეიქმნა ორი ძირითადი მიზნისთვის - გართობა და მარკეტინგი. ყველა გადაღებული გიფი იბრენდება სასურველი დიზაინით, ლოგოთი და მარტივად გაზიარებადია სოციალური მედიის არხებში.

ნებისმიერ ფიზიკურ პირსა თუ ბიზნესს მარტივად შეუძლია აპარატის საკუთარი ივენთისთვის დაქირავება. Giffer არის ყველაზე პოზიური და ახალგაზრდული ბრენდი, რომელიც ღონისძიებებს მხიარულებით ავსებს.

დაგვპატიჟე შენს წვეულებაზე!

როგორ მუშაობს

Take
Preview
Upload

გიფერი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და დამატებით დამხმარე პერსონალს არ საჭიროებს, მხოლოდ სამ მოქმედებაში: გიფებს იღებ, ტვირთავ და აზიარებ სოციალურ ქსელებში. GIF-ები ლაივ რეჟიმში იტვირთება და ინახება ჩვენს საიტზე, Giffer.ge-ზე. შესაძლებელია გიფების გადმოწერა ან სოციალურ ქსელებში გაზიარება.

ჩვენი გამოცდილება ციფრებში

806008
გიფი
250
პარტნიორი
2714
ივენთი

ჩვენს ვებ-გვერდზე ატვირთული გიფები სოციალურ მედია არხებში დიდი პოპულარობით სარგებლობს: ერთი ივენთის გიფ-გალერეა რეკლამის გარეშე საშუალოდ 20,000-დან 25,000-მდე ადამიანს წვდება (ივენთის დასრულებიდან 3-4 დღეში გიგზავნით რეპორტს).

გიფებთან ერთად შესაძლებელია აპარატის ბრენდირება და გასართობი რეკვიზიტების თან დართვა.

გიფების გალერეა შესაძლებელია იყოს როგორც ყველასთვის გახსნილი, ასევე კოდით დაცული და გამოუქვეყნებელი, რომელზე წვდომა მომხმარებლებლებს მხოლოდ სპეციალური ლინკის საშუალებით ექნებათ.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მოძრავ მოგონებებზე.